„უკრაინის ყველა რეგიონი რუსეთის ტერიტორიაა, ვისაც ეს არ ესმის, აწი მაინც გაიგოს“ - კადიროვი

კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინას კვლავ განადგურებით ემუქრება.

„ტელეგრამ“ არხზე გავრცელებულ ვიდეოში კადიროვი კავკასიელებს რუსეთისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, „ტირილის დრო არ არის, როდესაც სახელმწიფოსა და პრეზიდენტს ვჭირდებით“.

კადიროვი ამბობს, რომ რუსები უკრაინელებს თავისსავე იარაღით ანადგურებენ და პირობას იძლევა, რომ „მტერს ყველაფერს წაართმევს და თავს ყოველდღე დაესხმება“.

„შაიტანებს“ ტყვედ არ ავიყვანთ, დავწვავთ. არსად გავჩერდებით დონ. ჩვენი ტერიტორია არ სრულდება ზაპოროჟიესთან, არც ხესონთან. ჩვენი ტერიტორიაა ოდესა, კიევი, ხარკოვი, ყველა დონ. ყველა რეგიონი და მთლიანად უკრაინა ჩვენი ტერიტორიაა, რუსეთისაა დონ. ვისაც ეს არ ესმის, აწი მაინც გაიგოს". - ამბობს კადიროვი.

ჩეჩნეთის ლიდერი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების მიმართ კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ „მაღლა მდომი ხალხი ბრძანებას გასცემს ისე, რომ არ ესმის რა ხდება“.

„ჩვენ გვყავს მოხალისეები, რომლებიც ბოლომდე წავლენ და ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკან კი არ დავიხიოთ, არამედ თავს დავესხათ და ეს იქნება ყველგან. სიკვდილით ჩვენ ყველგან მოვკვდებით, სადაც უნდა ვიყოთ. ჩვენ პატარა რესპუბლიკა გვაქვს. დღე-ღამეში სხვადასხვა მიზეზებით 16-დან 20-მდე ადამიანი კვდება. უბრალოდ. ავარიით, ავადმყოფობით, შემთხვევით, არ ვიცი, წვებიან და ვერ იღვიძებენ... ყველანი მოვკვდებით, მაგრამ რისთვის და როგორ, ეს არის მთავარი“, - ამბობს კადიროვი