როდის დაიწყებს კადიროვის არმია რუსების ხოცვას, მხოლოდ დროის საკითხია - ოლექსი დანილოვი

კადიროვი

ოდის დაიწყებს კადიროვის არმია რუსების ხოცვას - ეს მხოლოდ დროის საკითხია, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში ახლა ფაქტობრივად მინიმუმ 4 არმია ჩნდება, რომლებიც ერთმანეთში კონფლიქტს დაიწყებენ.

დანილოვი აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს “საკუთარი არმია” ჰყავს, რომელიც პირობითად არ ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. ასევე “საკუთარი არმია” ჰყავს კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მფლობელს ევგენი პრიგოჟინს. კიდევ ერთი “არმია” - როსგვარდიის ხელმძღვანელს ვიქტორ ზოლოტოვს ჰყავს. მეოთხე არმიას კი მინისტრ შოიგუს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედროები წარმოადგენენ.

“რუსეთში ახლა საკმაოდ რთული ვითარებაა. იქ დღეისთვის უკვე მინიმუმ ოთხი არმია ჩნდება. როგორ დაიწყებენ ისინი ერთმანეთთან საუბარს, როგორ მიღებენ მონაწილეობას ამა თუ იმ მოვლენებში, ჯერ რთულია ამის თქმა… ეს ოთხი არმია ადრე თუ გვიან დაიწყებს ერთმანეთთან კამათს. მე არაერთხელ მითქვამს: როდის დაიწყებს კადიროვის არმია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსების ხოცვას - ეს მხოლოდ დროის საკითხია”, - აღნიშნა დანილოვმა.