ვვ

საზოგადოება 1735040351

კახა კალაძე ხამზატ ჩიმაევთან შეხვედრაზე: მასთან ვმეგობრობ და მიხარია, ასეთი წარმატებული სპორტსმენები რომ სტუმრობენ ჩვენს დედაქალაქს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ცნობილ სპორტსმენთან, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლ ხამზატ ჩიმაევთან მეგობრობს და მოხარულია, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ საქართველოსა და დედაქალაქს.ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ მათ ერთობლივ ფოტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა."ხამზატი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, წარმატებული სპორტსმენი. მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ქვეყანაში, უამრავი ადამიანი. ალბათ ნახავდით ამის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალებს, თუ როგორ ხვდებოდნენ მას. მე მასთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიხარია, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას და დედაქალაქს. ჩამოსვლის მიზანს რაც შეეხება, არაფერი, უბრალოდ ტურისტულად ჩამოვიდა საქართველოში. მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა. ჩვენ განვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, თავიანთი ნიჭი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინონ და იყვნენ წარმატებულები", - განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩიმაევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მხარდამჭერია, მერი ამბობს, რომ ის ადამიანთან პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მეგობრობს."ჩვენ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ვმეგობრობთ. ზოგადად, მე ადამიანებთან არ ვმეგობრობ პოლიტიკური შეხედულებების გამო. მყავს მეგობრები, თუნდაც ქვეყნის შიგნით, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება. ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი, ვინმესთან ვიმეგობრო თუ არა. ჩემთვის არის ადამიანობა პირველ რიგში. ყველას ერთნაირი შეხედულება და მოსაზრება ვერ გვექნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხამზატი არის წარმატებული სპორტსმენი. თუ ფოტოებზე მეუბნებით, შედით მის ინსტაგრამ გვერდზე და ნახეთ, ვისთან აქვს გადაღებული ფოტოები, კადიროვის გარდა, თუ მაგით ხელმძღვანელობთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1735039166

კახა კალაძე ხამზატ ჩიმაევთან შეხვედრაზე: მასთან ვმეგობრობ და მიხარია, ასეთი წარმატებული სპორტსმენები რომ სტუმრობენ ჩვენს დედაქალაქს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ცნობილ სპორტსმენთან, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლ ხამზატ ჩიმაევთან მეგობრობს და მოხარულია, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ საქართველოსა და დედაქალაქს.ამასთან დაკავშირებით კალაძემ ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ მათ ერთობლივ ფოტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„ხამზატი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, წარმატებული სპორტსმენი. მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ქვეყანაში, უამრავი ადამიანი. ალბათ ნახავდით ამის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალებს, თუ როგორ ხვდებოდნენ მას. მე მასთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიხარია, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას და დედაქალაქს. ჩამოსვლის მიზანს რაც შეეხება, არაფერი, უბრალოდ ტურისტულად ჩამოვიდა საქართველოში. მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა. ჩვენ განვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, თავიანთი ნიჭი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინონ და იყვნენ წარმატებულები“, - განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩიმაევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მხარდამჭერია, მერი ამბობს, რომ ის ადამიანთან პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მეგობრობს.„ჩვენ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ვმეგობრობთ. ზოგადად, მე ადამიანებთან არ ვმეგობრობ პოლიტიკური შეხედულებების გამო. მყავს მეგობრები, თუნდაც ქვეყნის შიგნით, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება. ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი, ვინმესთან ვიმეგობრო თუ არა. ჩემთვის არის ადამიანობა პირველ რიგში. ყველას ერთნაირი შეხედულება და მოსაზრება ვერ გვექნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხამზატი არის წარმატებული სპორტსმენი. თუ ფოტოებზე მეუბნებით, შედით მის ინსტაგრამ გვერდზე და ნახეთ, ვისთან აქვს გადაღებული ფოტოები, კადიროვის გარდა, თუ მაგით ხელმძღვანელობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გროზნო

მსოფლიო 1733991522

კამზან კადიროვი აცხადებს, რომ გროზნოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზარმებს უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზარმებს უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.კადიროვის თქმით, დრონი ჰაერში ჩამოაგდეს, შედეგად ის აფეთქდა და დააზიანა შენობის სახურავი და გამოიწვია ხანძარი.„სერიოზულად არავინ დაშავებულა. მსუბუქად დაიჭრა ყარაულში მყოფი ოთხი მებრძოლი. მორიგეობაზე მყოფი პირადი შემადგენლობა ამ დროს მსგავსი თავდასხმებისგან დაცულ შენობაში იმყოფებოდა“, – ამტკიცებს კადიროვი.ცნობისთვის, ეს უკვე მეორე მსგავსი თავდასხმაა ჩეჩნეთში, როდესაც სამიზნე ახმატ კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური ლეგიონია. ანალოგიური თავდასხმა მოხდა 4 დეკემბერსაც. მაშინა დაზიანდა იმ შენობის სახურავი, სადაც აღნიშნული ლეგიონის წევრები იმყოფებოდნენ. პირველად ჩეჩნეთზე უპილოტოების თავდასხმა სექტემბერში განხორციელდა. მაშინ სამიზნე იყო რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი.ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 11 დეკემბრის ღამეს რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა 16 დრონი ჩამოაგდეს. მათ შორის ერთი ჩეჩნეთში და სამი ჩრდილოეთ ოსეთში. კიდევ 4 უპილოტო ჩამოაგდეს კურსკის ოლქში, ხოლო 8 დრონი განადგურებულია რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში. 

გროზნო

ომი უკრაინაში 1733985909

უკრაინამ გროზნო უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით ჩეჩნეთის ქალაქი გროზნო დაბომბა. ინფორმაციას ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.კადიროვის განცხადებით, დრონების სამიზნეს გროზნოში მდებარე პოლიციის სპეციალური პოლკის ყაზარმები წარმოადგენდა.ჩეჩნური მხარის მტკიცებით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ დრონების განადგურება მოახერხა, თუმცა ნამსხვრევები ყაზარმებს მაინც დაეცა, რის შედეგადაც დაზიანდა სახურავი და დაშავდა ოთხი პოლიციელი.

კადიროვის 20 წლის ქალიშვილი სკანდალში ეხვევა, რომელიც ლგბტ თემს უკავშირდება

მსოფლიო 1732179299

კადიროვის 20 წლის ქალიშვილი სკანდალში ეხვევა, რომელიც ლგბტ თემს უკავშირდება

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზამ კადიროვის 20 წლის ქალიშვილი, ტაბარიკ კადიროვა სკანდალში ეხვევა, რომელიც ლგბტ თემს უკავშირდება.ტაბარიკ კადიროვა, გროზნოში, კორეული სამზარეულოს რესტორან Chicko-ს ფლობს, რომელიც თავის იმიჯს კორეული პოპ-კულტურის პოპულარიზაციაზე აგებს. მათ შორის, არის ჯგუფი BTS-ი, რომელიც ლგბტ თემს ღიად უჭერს მხარს.რესტორანში, საკვების გარდა ეწყობა გათამაშებები, კორეული სერიალების ჩვენებები და სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების ალბომების გაყიდვა, მათ შორის, არის ჯგუფი BTS-იც.ბოი ბენდ BTS-ს, რომელსაც 120-ზე მეტი მუსიკალური ჯილდო აქვს მიღებული, 2013 წელს ჩამოყალიბდა. ისინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული K-pop შემსრულებლები არიან. ჟურნალმა Time-მა ჯგუფის წევრები მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაშიც შეიყვანა. მუსიკოსები მხარს უჭერენ ტოლერანტობას და ლგბტ ადამიანების უფლებებს.20 წლის ტაბარიკ კადიროვა კი, კადიროვის უფროს შვილებს შორის ერთადერთია, რომელიც სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობს. მიუხედავად ამისა, აპრილში ის "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის" მედლით დააჯილდოვეს, რეგიონში მეწარმეობასა და ინვესტიციების მოზიდვაში შეტანილი წვლილისთვის.ტაბარიკ კადიროვას მამა, ჩეჩნეთის ლიდერი რამზად კადიროვი და მისი ხელისუფლება კი ლგბტ თემის წევრებისა და მათი უფლებების მიმართ დაუნდობლობით გამოირჩევა. 2017 წელს, "ნოვაია გაზეტამ" გამოაქვეყნა გამოძიება ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების მასობრივი არასამართლებრივი სიკვდილით დასჯის შესახებ. ამასთან დაკავშირებით რამზან კადიროვმა განაცხადა - "ჩვენ არ გვყავს ასეთი ხალხი". რეგიონში კვლავ ვრცელდება ცნობები ლგბტ თემის წევრების მკვლელობის შესახებ.

კადიროვი

ომი უკრაინაში 1730526491

უკრაინული მედია: კადიროვმა უკრაინაში საბრძოლველად, შესაძლოა, 84 ათასი ჩეჩენი გააგზავნოს

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, შესაძლოა, უკრაინაში საბრძოლველად 84 ათასი ჩეჩენი მებრძოლი გააგზავნოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.მათი ცნობით, ჩეჩენი მებრძოლები რუსეთის რეგულარული არმიის რიგებში იქნებიან და მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას შეტევით ოპერაციებში.კადიროვი ადრე არაერთხელ ამბობდა, რომ ჩეჩნეთმა რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. თუმცა, როგორც უკრაინული მედია იუწყება, მოსკოვში ხვდებიან, რომ უკრაინაში მათი დანაკარგები იზრდება, რის გამოც ახალი ძალებია საჭირო.

რამზან კადიროვის ინფორმაციით, ჩეჩნეთში მდებარე რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტს დრონებით დაესხნენ თავს

მსოფლიო 1730193230

რამზან კადიროვის ინფორმაციით, ჩეჩნეთში მდებარე რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტს დრონებით დაესხნენ თავს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მდებარე „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტს“ დრონებით დაესხნენ თავს.მისი თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.„დღეს, დილის 06:30 საათზე გუდერმესში, „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე უპილოტო აპარატის თავდასხმის შედეგად ცარიელი შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლი და დაშავებულები არ არის. ხანძარი ჩააქრეს“, – წერს ჩეჩნეთის ლიდერი.„რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი“, სხვა საქმიანობასთან ერთად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს ამზადებს.ცნობისთვის, ჩეჩნეთის ხელისუფლება პირველად იუწყება ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმის შესახებ.

კადიროვი

მსოფლიო 1730191765

კადიროვის ინფორმაციით, ჩეჩნეთში მდებარე რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტს დრონებით დაესხნენ თავს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მდებარე „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტს“ დრონებით დაესხნენ თავს. მისი თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.„დღეს დილის 06:30 საათზე გუდერმესში, „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე უპილოტო აპარატის თავდასხმის შედეგად ცარიელი შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლი და დაშავებულები არ არის. ხანძარი ჩააქრეს“, – წერს ჩეჩნეთის ლიდერი.„რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი“ სხვა საქმიანობასთან ერთად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს ამზადებს.ცნობისთვის, ჩეჩნეთის ხელისუფლება პირველად იუწყება ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დრონების თავდასხმის შესახებ.

კადიროვი

მსოფლიო 1726831125

„კაცური საქციელი არ არის“ - კადიროვის თქმით, ილონ მასკმა „ნაჩუქარი“ ტესლას მანქანა დისტანციურად გაუთიშა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მტკიცებით, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა „ნაჩუქარი“ ტესლას მანქანა დისტანციურად გაუთიშა.როგორც რუსული მედია წერს, კადიროვი დარწმუნებულია, რომ მასკმა მას მანქანა დისტანციურად გამოურთო, რადგან სურს, რომ „საჩუქარი წაართვას“.„თქვენ ალბათ გახსოვთ მისი ნაჩუქარი Cybertruck-ი, რომელსაც ტყვიამფრქვევი დავუმაგრეთ და სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გავგზავნეთ. მანქანა საბრძოლო დავალებებს შესანიშნავად ასრულებდა. ჰოდა, ცოტა ხნის წინ, მასკმა მანქანა დისტანციურად გათიშა. არაკაცური საქციელია. მოგვიწია რკინის ცხენის ბუქსირით გამოტანა. აბა ასე როგორ შეიძლება, ილონ?“ – წერს კადიროვი ტელეგრამზე.ამასთან, რამზან კადიროვი აღნიშნავს, რომ Cybertruck-მა საბრძოლო მოქმედებებს კარგად გაართვა თავი.„Cybertruck-მა კარგად გაართვა თავი საბრძოლო მისიებს და აჩვენა მანევრირება“, - ამბობს კადიროვი.თავად ილონ მასკი, კადიროვის განცხადებას არ გამოხმაურებია.მანამდე კი, მასკმა უარყო რამზან კადიროვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან კადიროვს მანქანა აჩუქა. 

ჩრდილოეთ ოსეთის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ჩეჩნეთში ჩავიდა, სადაც რამზან კადიროვთან ერთად სპეცრაზმის მომზადების სასწავლებელს ეწვია

მსოფლიო 1724232005

ჩრდილოეთ ოსეთის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ჩეჩნეთში ჩავიდა, სადაც რამზან კადიროვთან ერთად სპეცრაზმის მომზადების სასწავლებელს ეწვია

რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ ოსეთის შემდეგ მოულოდნელი ვიზიტით ჩეჩნეთში ჩავიდა, სადაც რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს შეხვდა.კადიროვთან ერთად პუტინი ეწვია სპეცრაზმის მომზადების რუსულ უნივერსიტეტს, სადაც უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად ძალებს ამზადებენ.„თქვენთვის რთულ გადაწყვეტილებას იღებთ. ერთი საქმეა აქ, ტირში სროლა, მეორე კი – საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება, თუმცა თქვენ გაქვთ შიდა მოთხოვნილება, დაიცვათ მამული და ასეთი გადაწყვეტილების მიღების სიმამაცე“, – მიმართა პუტინმა სასწავლებელში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.პუტინთან შეხვედრისას ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან ფრონტის ზონაში 47 ათასზე მეტი მებრძოლი გაგზავნა, მათ შორის 19 ათასი მოხალისე.კადიროვის თქმით, ყველა მათგანმა მომზადება გაიარა სპეცრაზმის უნივერსიტეტში.ამასთან, კადიროვის მტკიცებით, ჩეჩნეთს შექმნილი აქვს ათობით ათასი გაწვრთნილი და აღჭურვილი მებრძოლისგან შემდგარი რეზერვი, რომელიც მზად არის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში გაემართოს.

კადიროვი

მსოფლიო 1723989703

რამზან კადიროვმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც Tesla Cybertruck-ის მოდელს მართავს

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც Tesla Cybertruck-ის მოდელს მართავს. ავტომობილს სახურავზე ტყვიამფრქვევი აქვს დამონტაჟებული.ვიდეოში კადიროვი „ტესლას“ დირექტორს, ილონ მასკს „თანამედროვეობის უდიდეს გენიოსს“ უწოდებს და მას ჩეჩნეთში ეპატიჟება. სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით „ტესლას“ ხელმძღვანელობას კომენტარი არ გაუკეთებია.

კადიროვი

მსოფლიო 1713281775

კადიროვის თქმით, მუსიკის ნელი და ჩქარი ტემპის შესახებ მან მხოლოდ რეკომენდაციები გასცა და არ აუკრძალავს

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განმარტა, რომ ბოლოდროინდელი მოთხოვნები მუსიკის ტემპთან დაკავშირებით, მხოლოდ "რეკომენდაციები" იყო, ტრადიციული ჩეჩნური მუსიკის შემსრულებლებისთვის.ჩეჩნეთის კულტურის მინისტრმა მუსა დადაევმა აპრილის დასაწყისში თქვა, რომ კადიროვმა მას დაავალა, აეკრძალა ყველა მუსიკა, რომლის რიტმიც წუთში 80 დარტყმაზე ნელია და 116-ზე სწრაფია.თავდაპირველად, გაურკვეველი იყო, რა მუსიკაზე იმოქმედებდა ეს წესები, ან როდის შევიდოდა ძალაში.კადიროვმა პარასკევს განაცხადა, რომ მითითებები "ჩეჩნური ეროვნული მუსიკის ტრადიციული ტემპის შენარჩუნების შესახებ" მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათის იყო."რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ოპოზიციური მედიის ჟურნალისტები ჩემ მიმართ მეგობრულად განწყობილები არ არიან, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს მარაზმი ყოველდღიურად უფრო ძლიერი იქნებოდა", — დაწერა მან ტელეგრამზე."ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს "ეროვნული" და "ჩეჩნური", არსად არის ნახსენები "აკრძალვა", — თქვა მან. "ეს ყველაფერი არის რეკომენდაციები ჩეჩნური მელოდიების შემსრულებლებისთვის (არა ჰიმნების, არა სამხედრო მარშების, არა ბალადების, არა შანსონის, არა სხვა ეროვნების სიმღერების და ა.შ.), რომელიც განკუთვნილია მუსიკალური ექსპრესიულობის, ორიგინალურობისა და თავისებურების შესანარჩუნებლად"