გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ლიმანში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინს დააკისრა.
„ამ ტერიტორიის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელმაც მიიღო რუსეთის გმირის ვარსკვლავი ლისიჩანსკის აღებისთვის. ლაპინის მეთაურობის ქვეშ მოექცნენ დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარებიც“, - წერს კადიროვი.
მისი თქმით, ამ მონაკვეთის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი. ლუგანსკიდან მობილიზებული მებრძოლები, ლიმანის მიმართულებით ყველა საზღვარზე გაგზავნა, მაგრამ არ მიაწოდა მათ საჭირო კომუნიკაციები და საბრძოლო მასალა.
ჩეჩნეთის მეთაური ამტკიცებს, რომ ლაპინი ფრონტის ამ სექტორში შესაძლო წარუმატებლობის შესახებ გააფრთხილეს და ამის შესახებ მან რუსეთის გენერალური შტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან პირადად ისაუბრა, თუმცა, გენერალმა მას უთხრა, რომ ლაპინის ენდობოდა.
„ლაპინმა გადაიტანა თავისი შტაბი ლუგანსკში. ელემენტარული სამხედრო ლოგისტიკის არარსებობის გამო, დღეს ჩვენ დავტოვეთ რამდენიმე დასახლებული პუნქტი და დიდი ტერიტორია. ლაპინი უვარგისია, მას ხელს აფარებენ გენერალური შტაბის ხელმძღვანელები. ჩემი ნება რომ იყოს, ლაპინს ჩამოვართმევდი ჯილდოებს და გავაგზავნიდი ფრონტის ხაზზე ავტომატით ხელში, რათა სირცხვილი სისხლით ჩამოირეცხოს“, - აცხადებს კადიროვი.
კადიროვი კრემლს მოუწოდებს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი და არ უყუროს მიღებულ გადაწყვეტილებებს ამერიკის თვალით.
„არ ვიცი რას ეუბნება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უზენაეს მთავარსარდალს, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, უფრო მკვეთრი ზომები უნდა იქნეს მიღებული, სასაზღვრო რაიონებში საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე და დაბალი რეჟიმის გამოყენებამდე - აიღეთ ბირთვული იარაღი. არ არის აუცილებელი ყოველი გადაწყვეტილების მიღება დასავლეთ ამერიკის საზოგადოების თვალით, მათ უკვე თქვეს და ბევრი რამ გააკეთეს ჩვენს წინააღმდეგ“, - წერს ჩეჩნეთის ლიდერი.