უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა ნატოში გაწევრიანებას უსაფრთხოების ერთადერთ საიმედო გარანტიად მიიჩნევს

ანდრიი სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებას უსაფრთხოების ერთადერთ საიმედო გარანტიად მიიჩნევს.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კიევის პოზიცია ნატოში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით მტკიცეა.

„უკრაინის ერთადერთი ეფექტური გარანტია ნატოში გაწევრიანებაა. უფრო მეტიც, უკრაინის გაწევრიანება არის ნატოს უსაფრთხოების გარანტია. მეტიც, უკრაინის სრულუფლებიანი წევრობა ნატოსთვის ასევე ყველაზე იაფი ვარიანტია ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ანდრიი სიბიგამ.