რომში, აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ ხანძარი გააჩინა - შეჩერებულია ფრენები
1738757834
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა გარკვეული საჭიროებები, რომელიც უკავშირდება რიგ პროცედურულ და ტექნიკურ თავისებურებებს. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა დამატებითი ცვლილებების შემუშავების აუცილებლობა, რომლითაც გარკვეული საკითხების მოწესრიგება და დაზუსტება ხდება.
კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები: სპეციალური ჯგუფის წევრის საქმიანობა ან/და შრომის ანაზღაურება მის საზიანოდ გავლენას არ მოახდენს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე; საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის/დანიშვნის კრიტერიუმები უფრო მკაფიოდ და ერთგვაროვნად ყალიბდება; საარჩევნო კომისიის არჩეულ/დანიშნულ წევრს უფლებამოსილება შეუწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის/გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე;
ცვლილებებით, მუხლიდან, რომელიც არეგულირებს რიგითი ნომრის მინიჭების წესს, ამოღებულია საარჩევნო ბლოკთან დაკავშირებული ჩანაწერი; დგინდება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ადგილობრივ დამკვირვებელთა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის ახალი კრიტერიუმები; ზუსტდება, რომ საარჩევნო სუბიექტს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მსგავსად, უფლება აქვს კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 წარმომადგენლისა.
იზრდება საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისთვის განსაზღვრული სანქციის ოდენობა; ზუსტდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე საქართველოს პარლამენტის წევრად, მერად, საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს თუ კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღეს უსრულდება კანონმდებლობით დაწესებული შესაბამისი ასაკი; მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისთვის იცვლება გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი.
„ქართულ ოცნებას“ რამდენიმე დეპუტატი გამოეყო
1738754645