1746733863
უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ აქციის მონაწილეებს The Bartender-ი გლინტვეინით გაუმასპინძლდება

The Bartender-ი პარლამენტთან უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას უფასო გლინტვეინით გაუმასპინძლდება.
„აქციის პირველივე დღიდან აქტიურად ვართ ჩართულები მიმდინარე მოვლენებში და მონაწილეებს განწყობის შესაქმნელად ცხელ სასმელს ვთავაზობთ.
არც დღევანდელი დღე იქნება გამონაკლისი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ გვიპოვნი, სადაც გლინტვეინს დაგახვედრებთ
ბარში კი ყოველ დღე, ყველა უკრაინელ მოქალაქეს ჭაჭა საუერითა და ქართული ბრუსკეტებით ვუმასპინძლებთ.
Glory to Ukraine “, - აღნიშნულია The Bartender-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
გუშინ აქციის მონაწილეებს სიტყვით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართეს.