„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს მიმართა.
„მინდა გითხრათ ევროპელ ხალხს - ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით გარეთ. მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს. რადგან თუ უკრაინა მტკიცედ არ იდგება, ვერც ევროპა იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, იმ სიძლიერით რა სიძლიერითაც შეგიძლიათ.
თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე, და თუ ჩვენ მოვიგებთ ჩვენ გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე როგორც არასდროს. დიდება უკრაინას.
ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი - თქვენ ყველანი უკრაინელები ხართ დღეს და მადლობა ამისთვის“, - თქვა ზელენსკიმ.