ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
„მე ვდგავარ დღეს იქ სადაც საქართველო უნდა იდგეს“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას, რომლებიც უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო ყოველთვის იდგება მეგობარი ქვეყნის გვერდში.
„მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში, უკრაინის გვერდით, ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ, იქ სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით. მინდა აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა, თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს ღირსებას, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.