1737312489
პარლამენტთან მიმდინარე აქციას რადას დეპუტატი გამოეხმაურა
„ათასობით ადამიანი გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად“, - ამ სიტყვებით ეხმაურება უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ სოლიდარობის აქციას, სადაც ქართველ ხალხს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.
„თბილისის ცენტრი! ათასობით ადამიანი გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად“, - წერს ალექსეი გონჩარენკო და აქციიდან გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.
ცნობისთვის, დღეს რუსთაველი გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარებისა და საზოგადო მოღვაწეების გარდა მოქალაქეებს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.
სოლიდარობის აქციაზე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა.
„თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენს საქართველოს ღირსებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.