უკრაინის გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგის იარაღის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის კონცენტრაციის 11 უბანი დაბომბეს

ომი უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის იარაღის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის კონცენტრაციის 11 უბანი დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციამ ბოლო ერთ დღეში მოწინააღმდეგის პოზიციებზე ექვსი შეტევა განახორციელა. საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 12 ერთეული „შაჰედ-136“-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ენერგოდართან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ჰაუბიცები, საბრძოლო მასალა და რუსების პირადი შემადგენლობის ნაწილი.

მათივე ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა შვიდ დასახლებულ პუნქტში დამპყრობლების თავდასხმა მოიგერიეს. ბოლო ერთ დღეში რუსმა სამხედროებმა უკრაინაში განახორციელეს ორი სარაკეტო და 25 საჰაერო დარტყმა, ასევე 30-მდე შეტევა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან.