პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
20 ბოთლი არაყი, რომელიც იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღის საჩუქრად გაუგზავნა, არღვევს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებულ ევროპულ სანქციებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებაში.
როგორც უცხოური გამოცემა წერს, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პაკეტი, რომელიც აპრილში იქნა შეთანხმებული, კრძალავს რუსული საქონლის, მათ შორის ალკოჰოლური სასმელების, იმპორტს. ევროკომისიამ ასევე დაამატა, რომ საჩუქრების გამონაკლისი არ არის.
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი პუტინის დიდი ხნის მეგობარია. ამ კვირაში იტალიურმა გამოცემამ გამოაქვეყნა მისი გამოსვლის ორი აუდიოჩანაწერი პარლამენტის ქვედა პალატაში.
პირველ აუდიოჩანაწერში მან თქვა, რომ კვლავ დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტს და გაცვალა „კეთილი წერილები“ და საჩუქრები.
„ჩემი დაბადების დღისთვის მან გამომიგზავნა 20 ბოთლი არაყი და ძალიან კეთილი წერილი“, - თქვა ბერლუსკონიმ, რომელიც გასულ თვეში 86 წლის გახდა.
საპასუხოდ, იტალიელმა პოლიტიკოსმა, მისი თქმით, პუტინს რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო გაუგზავნა.