პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
17 ოქტომბერს რუსეთის აგრესიას კიდევ რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი იყო ოჯახი, ბიჭი და ფეხმძიმე მეუღლე. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ქართველი შეფ მზარეული, ალექსანდრე ბაინდურაშვილი, რომელიც კიევში ცხოვრობს, ახალგაზრდა ქალს იცნობდა. ამასთან დაკავშირებით, ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„Goodwine და ჩემი სამსახური გვერდიგვერდ არის კიევში. კარის მეზობლები ვართ. თითქმის ყოველდღე მიწევდა შესვლა მაღაზიაში, არ ვიცი რატომ, მაგრამ ინსტინქტურად ქართული ღვინის კუთხესთან უნდა მივსულიყავი და დამეთვალიერებინა, იქნება ახალი ღვინო იყო დამატებული. კიევის ამ მაღაზიაში აღმოვაჩინე იაგოს ღვინო, ლაგვინარი და კიდევ რამდენიმე.
იქ ხშირად ერთი საყვარელი სომელიე გოგო მხვდებოდა ღიმილით, იცოდა რისთვისაც ვიყავი მისული იმ ქართულ კუთხესთან. სასიამოვნოდ გამიღიმებდა და ერთმანეთს ვესალმებოდით. ეს საყვარელი გოგო დრონმა იმსხვერპლა, სახლში მეუღლესთან და კატასთან ერთად. ეს საყვარელი გოგო, ვიკა, ორსული იყო.“ - წერს ალექსანდრე ბაინდურაშვილი.