4:27
უკრაინაში, დრონების საფრთხის გამო, რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში ჩაირთო
უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე იერიში ღამის განმავლობაში 2-ჯერ მიიტანეს. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ადგილზე გაჩნდა ხანძარიც. წინასწარი ინფორმაციით, იერიში საზენიტო იარაღით განხორციელდა.
საჰაერო განგაშის დროს, აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიაშიც. დაიბომბა კრიტიკული ინფრასტრუქტურა სუმის ოლქის რეგიონულ ცენტრში. ქალაქის ზოგიერთ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 153 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი, 24 სექტემბერს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა. შეხვედრა ნიუ-იორკში ჩატარდება, რომელსაც მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან.
დონალდ ტრამპმა, მედიის კითხვაზე პასუხად, განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალ კვირას შეხვედრა გამართოს უკრაინის პრეზიდენტთან, როდესაც ის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ჩავა.