1737433647
„კრედიტ სუისი“ არ იკმარეს, ახლა მეორე ბანკია შვეიცარიაში, რომელიც პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს - გურამ მაჭარაშვილი
კაცობრიობის ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა და ვერ დაასახელებს ვერცერთ მაგალითს, როდესაც უსამართლობამ ბოლომდე გაიმარჯვა სამართლიანობაზე, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის დავასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
„არ იკმარეს „კრედიტ სუისი“ და ახლა მეორე ბანკია შვეიცარიაში, რომელიც პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს. დიფ სთეითს, გლობალური ომის პარტიას აქვს და ბუნებრივია ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ გაქრება. მაგრამ მთავარი არის ის, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს. კაცობრიობის ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა და ვერ დაასახელებს ვერცერთ მაგალითს, როდესაც უსამართლობამ ბოლომდე გაიმარჯვა სამართლიანობაზე“, - აღნიშნაცს მაჭარაშვილი.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები შვეიცარიული ბანკის "Julius Baer"-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.