უკრაინაში დიდი მწუხარებით მოვედი, მაგრამ დიდი სიამაყით ვტოვებ - ნენსი პელოსი

nensi pelosi

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კიევში იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის კადრებს ზელენსკი სოციალურ ქსელებში ავრცელებს.

„შევხვდი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის კიევში. აშშ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში ძლიერი მხარდაჭერის ლიდერია. მადლობა, რომ გვეხმარებით ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

თავის მხრივ, პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა უკრაინაში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა დიდი პატივია.მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის მთავარი თემა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა და უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა იყო, რაც ქვეყანას ფეხზე დადგომაში დაეხმარება.

„ვოლოდიმირ ზელენსკის მე გადავეცი შეერთებული შტატების კონგრესის საერთო გაზავნილი, მისი ლიდერობისთვის ამერიკელი ხალხის დადებითი გზავნილი და უკრაინელი ხალხის გამბედაობით გამოწვეული აღფრთოვანება. მე უკრაინაში დიდი მწუხარებით მოვედი, მაგრამ დიდი სიამაყით ვტოვებ მას“,- განაცხადა ნენსი პელოსმა.

სხვა სიახლეები