VIDEO: ავტოგრაფი კაფეში, გამოტოვებული შთამბეჭდავი შეხვედრა, გაქცევა თავშესაფარში და გულთბილი შეხვედრა დაშავებულ ბავშვებთან - ანჯელინა ჯოლის უკრაინაში ვიზიტი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

ჯოლი

ამერიკელი მსახიობი და  UNISEF-ის კეთილი ნების ელჩი,  ანჯელინა ჯოლი უკრაინაში იმყოფება. ჰოლივუდის ვარსკვლავი ლვოვს ჰუმანიტარული მისიით ეწვია. მსახიობი და გაეროს მისიის წარმომადგენლები  ლტოლვილებს ეხმარებიან.

VIDEO - ანჯელინა ჯოლი უკრაინაში იმყოფება

 


  
ჯოლი პირველად ლვოვის ერთ-ერთ კაფეში დააფიქსირეს. შემთხვევის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესმა რადამ გამოაქვეყნა. 
 
„ანჯელინა ჯოლი ლვოვის კაფეში. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდით არის, მათ შორის ცნობილი ვარსკვლავები!”,- განაცხადეს რადაში. 

 

ვიდეოს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოყვა. განსაკუთრებით იმ მონაკვეთს, სადაც კაფეში მყოფი ბავშვი ტელეფონში რაღაცის ყურებით ისე გართული რომ ვერც კი ამჩნევს მის გვერდით მყოფ ანჯელინა ჯოლის. 

ლვოვის ქუჩებში მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ქალაქში სირენების ხმა ჩაირთო.  ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს როგორ მიჰყავთ მსახიობი თავშესაფრისკენ.

 

VIDEO - რა მოხდა მსახიობის ვიზიტის დროს ლვოვში - ანჯელინა ჯოლის თავშესაფარშიც მოუწია ყოფნა

 

 

ანჯელინა ჯოლიმ ლვოვში კრამატორსკის დაბომბვის შედეგად დაშავებული ბავშვებიც მოინახულა.