დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი მიესალმება სანქცირებულ რუს ოლიგარქებს.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ჩავუშოღლუმ ასევე დასძინა, „რუსები ახლა მოდიან თურქეთში და ეს არ არის პრობლემა“
„ჩვენ ვახორციელებთ გაეროს მიერ დამტკიცებულ სანქციებს, ასე რომ, თუ რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს სურს თურქეთის მონახულება, რა თქმა უნდა, შეუძლია თურქეთში ვიზიტი. ახლა რუსები მოდიან თურქეთში, ეს არ არის პრობლემა.
ოლიგარქებს შეუძლიათ ნებისმიერი ბიზნესის კეთება თურქეთში, რა თქმა უნდა, თუ ეს კანონიერია და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, “ - აღნიშნა მან.
„თუ ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს, მაშინ ეს სხვა ამბავია“, - დასძინა ჩავუშოღლუმ.