დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გერმანელი პოლიტიკოსები გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრედერის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე საუბრობენ იმის გამო, რომ მას არ შეუცვლია საკუთარი პოზიცია რუსეთის მიმართ. ასეთი გზავნილები ისმის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის, მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებისგან. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მორიც კერნერის თქმით, შრედერი სანქციების სიაში ადგილს იმსახურებს, როგორც ვლადიმერ პუტინის ახლო წრის წარმომადგენელი. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ყოფილი კანცლერი „არა გერმანიის შიდა პოლიტიკის, არამედ კრემლის წარმომადგენელია".
„ის, რომ შრედერი ჯერ კიდევ არ დაშორებულა პუტინს და რუსეთს, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად "მძიმეა" ის მათ სამსახურში... ამიტომ ღირს საუბარი სანქციებზე პუტინის მთელი გარემოცვის წინააღმდეგ, მათ შორის არის შრედერიც", - თქვა გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა.
როგორც გამოცემა წერს, ამოს მიუხედავად, გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი არ ნანობს თავის პოზიციას რუსეთთან დაკავშირებით.