დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"საქართველოს, რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების კუთხით, ბევრი არაფერი შეუძლია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არ შეუერთდა საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, პრეზიდენტმა უპასუხა:
"ეს, ფაქტობრივად, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მე ვიცი, საიდან მოდის ეს, რადგან საქართველოს მთავრობამ გარკვეულ დროს განაცხადა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სანქციების დაწესებას. ეს იყო განკუთვნილი შიდა საზოგადოებისთვის, იმის განმარტებით, რომ ჩვენ არ ვაპირებდით ეროვნული სანქციების დაწესებას საერთაშორისო სანქციებთან ერთად. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ყველა საერთაშორისო სანქციის ნაწილი: SWIFT-ი, ყველა ფინანსური სანქცია.
საქართველოს ფინანსური ორგანოები და ბანკები არა მხოლოდ იცავენ, არამედ გადაჭარბებულადაც ასრულებენ მოთხოვნებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ის, რაც ნამდვილად ძვირი უჯდება საქართველოს. ფაქტობრივად, საქართველოს, ინდივიდუალური სანქციების კუთხით, ბევრი არაფერი შეუძლია. უკრაინიდან შემოგვქონდა ხორბალი და ასევე, რუსული ხორბალი. ჩვენ 90%-ით ვართ დამოკიდებული ამაზე. ახლა გადახდების პრობლემაა, ამიტომ თუ ვერ გადავიხდით, იმპორტი არ იქნება. არის გარკვეული ვაჭრობა, რა თქმა უნდა, საქართველოსა და რუსეთს შორის, მაგრამ ეს ძირითადად მოდის ხილზე, რომელიც არ არის სანქცირებული საქონელი. ასე, რომ ეს ნამდვილად არასწორი წარმოდგენაა იმისა თუ რას აკეთებს საქართველო.