„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის დროს რუსეთის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი დაიღუპა.
Украинская правда-ს ცნობით, 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი სერგეი სუხარევის მეთაურობით როგორც ჩეჩნეთის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. საჰაერო-სადესანტო ჯარები რუსეთის შეიარაღებული ძალების „ელიტარულ" ქვედანაყოფად ითვლება.
გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი სუხარევი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.
2009 წლის იანვარში ვიდეოები გავრცელდა, რომელშიც მისი წამების კადრები იყო ასახული.
გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.