რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მას ესმის ნატოს მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუების, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილება.
„ჩვენ გავზარდეთ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა. გერმანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში. რუსეთმა დიდი ფასი უნდა გადაიხადოს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისთვის“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო და მოკავშირეები უკრაინის არმიას, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ წვრთნიან.
„მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუების. ისინი პრეზიდენტ პუტინის სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან. მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.