„წელიწად-ნახევარია ერთად ვართ...“ - ვინ არის ევა ბარბაქაძის შეყვარებული და რას ამბობს მასზე
1786479393
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ცხედარი ამ დროისთვის მის საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული. სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ გაიმართება.
38 წლის ლევან სახელაშვილი მიკოლაივის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.
ლევან სახელაშვილი 24-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.