პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში ომის დასრულების და მშვიდობის მოთხოვნით რომში ათასობით ადამიანმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყვიტოს შეიარაღების გაგზავნა უკრაინაში. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
დემონსტრანტების თქმით, იარაღის გაგზავნა არ უწყობს ხელს ომის შეჩერებას, არამედ იარაღი ხელს უწყობს ომის გაჩაღებას და კონფლიქტი გაჭიანურდა უკრაინის შეიარაღებით, რასაც „ეკონომიკური შედეგები აქვს იტალიისთვის.
ნატო-ს წევრი იტალია უკრაინას ომის დაწყებიდანვე უჭერს მხარს, მათ შორის იარაღის მიწოდებით. ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნის გადაწყვეტილება არ შეიცვლება და უახლოეს მომავალში კიევი მეტ შეიარაღებას მიიღებს.
იტალიის დედაქალაქში გამართულ აქციაში მონაწილეობა 30 000-მა ადამიანმა მიიღო.