რისკენ მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს - პირადი საუბრები

ზელენსკი

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს პირად საუბრებში მოუწოდებს, რომ გამოხატონ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ღიაობა და აღარ განაგრძონ საჯარო განცხადებები, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ პუტინის გარეშეა შესაძლებელი, - ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნა მიზნად არ ისახავს, უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლის დაჩქარებას, არამედ ეს არის გათვლილი მცდელობა, შეინარჩუნონ კიევის მთავრობის მხარდაჭერა იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ომის გახანგრძლივების გამო შეშფოთებულები არიან.

გამოცემის ინფორმაციით, მართალია, აშშ ეთანხმება უკრაინას, რომ პუტინი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ ზელენსკის საჯარო უარი მოლაპარაკებებზე აშფოთებს მოსახლეობას იმ ტერიტორიაზე, სადაც სურსათისა და საწვავის ფასები ომის გამო საგრძნობლად იზრდება.