უკრაინას, როგორც პოლიგონს, ისე იყენებენ - არესტოვიჩი

ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, დიდი ხანია, უკრაინას, როგორც პოლიგონს, ისე იყენებენ.

მისი თქმით, სისხლისღვრისა და ნგრევის მიუხედავად, რაც უკრაინაში ხდება, მაგიდასთან, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ, უკრაინისთვის ადგილი არ მოიძებნა.

არესტოვიჩის მტკიცებით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარემოცვაში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არასერიოზულად უყურებენ და ისეთი სიტყვებით მოიხსენიებენ, რომლის გამეორებაც უხერხულია.

"ჩვენ ვართ ინსტრუმენტი, რომელსაც ხელს დააჭერ და რაკეტას გაუშვებ. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. რამდენი სისხლი დაიღვარა, რამდენი რაღაც დაინგრა და არც კი დაგვიმსახურებია მაგიდასთან ადგილი, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ. და მთელი ომი ჩვენს თავს ხდება. ზელენსკის არანაირი კოზირი არ აქვს. თქვენ არ იცით ტრამპის გარემოცვაში როგორ მოიხსენიებენ მას. ამ სიტყვების განმეორებასაც კი არ დავიწყებ", - დასძინა არესტოვიჩმა.