მომხმარებელმა „შპს იფქლის“ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა - საწარმოს წარმოების პროცესი შეუჩერეს
1738841762
უკრაინამ საფრანგეთისგან Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მიიღო.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნიუს განცხადებით, უკრაინელი მფრინავები, რომლებმაც საფრანგეთში რამდენიმეთვიანი მომზადება გაიარეს, ახლა უკრაინის ცის დაცვაში ჩაერთვებიან.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი არ აკონკრეტებს, რამდენი სამხედრო თვითმფრინავი ჩავიდა უკრაინაში.
2024 წლის 6 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას Mirage 2000-ებს მიაწოდებდა.