VIDEO: როგორ შეხვდა მატჩის დასრულების შემდეგ ჩეხეთის მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელებს
1732055139
უკრაინის საჰაერო ძალები რუსეთის ნოვგოროდის ოლქში სამხედრო ბაზას უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. თავდასხმის სამიზნე გახდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს მე-13 არსენალი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული არსენალი მდებარეობს ქალაქ კოტოვოს მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 680 კილომეტრში. აღნიშნულ ბაზაზე ინახება ჭურვები არტილერიისთვის, ნაღმები ნაღმტყორცნებისთვის, რაკეტები „გრადის“, „სმერჩის“ და „ურაგანის“ რეაქტიული სარაკეტო სისტემებისთვის, ასევე „ისკანდერის” ტიპის რაკეტები, „ეს-300”-ის და „ეს-400”-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები და საბრძოლო მასალა „ტორის” კომპლექსისთვის.