გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც 1 კვირაში ახდა
1731947956
ოპოზიციის მხრიდან აქციის ტერიტორიის დასატოვებლად წუთების ხანგრძლივობაზე დავას მანიპულაციად მიიჩნევს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი.
ვაჟა სირაძე ასევე ამბობს, რომ კანონის მიხედვით, მნიშვნელობა არ აქვს რომელ ქუჩაზე იმყოფებიან დემონსტრანტები და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შესახებ საუბრობს.
"განვმარტეთ, რომ აღნიშნული კანონი მოქმედებს საქართველოს მასშტაბით ყველა ტერიტორიაზე და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რომელ ქუჩაზე იქნებიან აქციის მონაწილეები. თუ დაარღვევენ ამ კანონს, მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ კანონის ჩარჩოებში. წუთებზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა, რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც დაინახავს პოლიცია, რომ ადამიანები ცდილობენ გზის სავალი ნაწილის გასუფთავებას და გზიდან გადასვლას, მივცემდით დროს, მაგრამ ვხედავთ, რომ გავიდა 15 წუთი და გზიდანაც არ გადასულან და ერთი ნივთიც არ გადაუტანიათ. შესაბამისად, ეს ყველაფერი მანიპულაციაა", - განაცხადა სირაძემ.