„ვიდეო რომ დაიდო, შოკში ვიყავი...“ - როგორ გაიგო დამ თამუნა მუსერიძის შესახებ 

თამუნა მუსერიძე დასთან ერთად

პროექტის „ვეძებ“ ავტორი, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც რუსუდან ხორავა ჰყვება, თუ რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ და ჰყავდა.

„ღამის 2 საათია, შემოდის გიო და მეუბნება: დედა, გაიღვიძე, მუსერიძემ მამა იპოვაო. - იცი, ვინ არისო? - მამაშენიო. წამოვჯექი, ვუყურებ (ვიდეოს) და არ მჯერა. ცოტა ხანი ვერ მოვედი აზრზე, შოკში ვიყავი... 

მთელი ღამე ვერ დავიძინე, ვბორგავდი, დავდიოდი... მერე იყო ის, რაც იყო - ძალიან სასიამოვნო და კარგი ამბავი. სულ მინდოდა და მყოლოდა", - ამბობს რუსუდან ხორავა.