გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც 1 კვირაში ახდა
1731947956
დაახლოებით დილის 06:00 საათისთვის სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. გაფრთხილების შემდეგ მათ 15-წუთიანი დრო მიეცათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შეკრების და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ, ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნული საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა. იმ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე მყოფ პირთა რაოდენობა არ მოითხოვდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, შესაბამისად, პოლიციამ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა გაეთავისუფლებინათ გზა და შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება-მანიფესტაცია.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძიდან მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს და ამ წუთებში ისინი მელიქიშვილის გამზირსაც ტოვებენ.