VIDEO: როგორ შეხვდა მატჩის დასრულების შემდეგ ჩეხეთის მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელებს
1732055139
ოპოზიციამ აქციის დაშლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ არ გამოუვიდა ის დესტრუქცია და პროვოკაცია, რომელიც გათვლილი ჰქონდა, თბილისის ქუჩებში პარაზიტირებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რა ლეგიტიმაციაც აქვთ მათივე ამომრჩევლის მხრიდან.
„ადამიანები, რომლებიც პარაზიტირებენ, მოწოდებულნი არიან, რამენაირად ვინმე პროვოკაციაზე წამოაგონ, უსამშობლოთა გაერთიანებაა, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ოღონდ ხელისუფლებაში იყვნენ – ამ პათოსით და სულისკვეთებით მოდიან. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, ოპოზიციაშიც ასე არიან. ზუსტად იმავეს აგრძელებენ. რა გეგმა უნდა ჰქონდეთ? პარაზიტირების და ხალხის გაღიზიანების გეგმა ექნებათ, მაგრამ არა უშავს, ხელისუფლება და შესაბამისი ინსტიტუციები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ნებისმიერი უკანონო ქმედება, ნებისმიერი მათი ბინძური პარაზიტირების, დესტრუქციის თუ პროვოკაციის ჩანაფიქრი აღმოფხვრილი იქნება. მათი სულისკვეთება და სახე ძალიან კარგად ვიცით. ვიცით, რა უდევთ და უტრიალებთ თავში. ეს ფილმი უკვე არაერთხელ გვაქვს ნანახი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.