დარჩა თუ არა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი

ეროვნული ნაკრები

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ახალი, გაფართოებული ფორმატით გაიმართება. ტურნირში 32-ის ნაცვლად მონაწილეობას მიიღებს 48 ქვეყნის ნაკრები, მათ შორის ევროპიდან — 16.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე “ერთა ლიგიდან” გასვლის შანსი 4 ნაკრებს აქვს, ოღონდ არა პირდაპირ, კვლავ პლეი-ოფის მეშვეობით.

იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვოს, ორი გზა არსებობს.

პირველი
ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპი. უეფას წევრი 55 ქვეყანა წილისყრით 12 ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ჯგუფი 4 ან 5 გუნდით დაკომპლექტდება. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ნაკრებმა გაინაღდოს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, საკუთარი ჯგუფი პირველი ადგილით უნდა დაასრულოს. შესაბამისად, 16-დან 12 ადგილი ტრადიციული შესარჩევით, ჯგუფში პირველადგილოსნებით დაკომპლექტდება. დარჩენილი 4 საგზური კი ვაკანტური რჩება.

მეორე გზა, ერთა ლიგის გავლით იყო, თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა, შესაბამისად ამ გზით მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდება.

თუ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს პირველი ადგილით ვერ დაასრულებდა, იმისათვის, რომ საგზურის მოპოვების შანსი შეენარჩუნებინა, ამავე ჯგუფში მეორე ადგილი მაინც უნდა დაეკავებინა.

12 ჯგუფის მეორეადგილოსანს დაემატება კიდევ ერთი ტურნირის, ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებული საუკეთესო რეიტინგის მქონე 4 გუნდი და სწორედ ეს 16 გუნდი გაითამაშებს ერთმანეთში დარჩენილ 4 ვაკანტურ საგზურს.

B დივიზიონის 4 პირველადგილოსანი გავა პლეიოფში და შემდეგი ტურნირისთვის გადაინაცვლებს A დივიზიონში. პლეიოფში 4 პირველადგილოსანი შეუერთდება სტანდარტული შესარჩევის 12 მეორეადგილოსანს. საგზურს კი 4 მათგანი მიიღებს. მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას 16 ევროპული გუნდი მიიღებს – 12 კლასიკური შეჯიბრის პირველადგილოსნები და 4 ერთა ლიგის პლეიოფებიდან.