უკრაინამ 150 სამხედრო დაიბრუნა

უკრაინამ 150 სამხედრო დაიბრუნა

უკრაინამ 150 სამხედრო დაიბრუნა. ტყვეების გაცვლა საუდის არაბეთის შუამავლობით მოხდა. უკრაინაში დაბრუნებულებს შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები, საზღვაო და საჰაერო ძალების სამხედროები.

განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ პუტინი უახლოეს მომავალში ბელარუსის ომში ჩართვას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამით რუსეთს პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების დაშინება სურს. განცხადება ზელენსკიმ კიევში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას გააკეთა.

"ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან კონტაქტები მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ. ასევე, ვაწარმოებთ არსებით მოლაპარაკებებს სხვა პარტნიორებთან. უკრაინას სჭირდება რეალური, მდგრადი და გარანტირებული მშვიდობა, აგრეთვე, საშუალებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა ყოველთვის იცოდეს, რა ელოდება იმას, ვისაც უკრაინისთვის ზიანის მიყენება უნდა. ძლიერი დიპლომატიისთვის მზად ვართ. ამისთვის გვჭირდება ჩვენი მეომრების სიმტკიცე, არმიის ეფექტურობა და შესაძლებლობების მოდერნიზაცია. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს - რუსეთის ტყვეობიდან 150 უკრაინელი დავიბრუნეთ. ზოგიერთი მათგანი წლების განმავლობაში იყო ტყვეობაში. განსაკუთრებით რთულია ჩვენი ხალხის უკან დაბრუნება, თუმცა ჩვენ ამას ვახერხებთ. ამის კეთებას გავაგრძელებთ. სახლში ყველა უნდა დავაბრუნოთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.