1738822889
"ყველაფერი, რასაც ამბობენ, სიყალბეა - ეს კანონპროექტი არც ამერიკულია და არც ბრიტანული" - თეონა აქუბარდია მედიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე
![თეონა აქუბარდია თეონა აქუბარდია](https://primetime.ge/uploads/files/2022/11/02/30530/teona-aqubardia_w_h.jpeg)
ამერიკული "ფარას" ანალოგიური კანონპროექტის მიღებაზე მუშაობას "ქართული ოცნება" დღეიდან იწყებს.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას გაცხადებით, დაინფიცირებული კანონპროექტი არც ამერიკულია და არც ბრიტანული.
მისივე თქმით, კანონპროექტის "ფარასთან" შედარება მორიგი პროპაგანდის ხაზია, რათა მედიასა და დამოუკიდებელ საზოგადოებას დაუპირისპირდეს.
"გაუგებარია, რას დაარქმევ იმ კანონს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას აუქმებდა. ეს რომ ასეა, ამას მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება. ყველაფერი მათი ნათქვამი არის სიყალბე, არც ამერიკული, არც ბრიტანული არ არის, ეს არის პროპაგანდის მორიგი ხაზი და მორიგი შეტევის ხაზი იმ დარჩენილი ელემენტების, რომელიც მედიის დამოუკიდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების სახით არსებობს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ