მომხმარებელმა „შპს იფქლის“ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა - საწარმოს წარმოების პროცესი შეუჩერეს
1738841762
"ქართული ოცნება" მამუკა ხაზარაძეს მწვავედ აკრიტიკებს - ამის მიზეზი გახდა "ძლიერი საქართველოს" ლიდერის განცხადება, სადაც ის შეერთებულ შტატებს, შავი ზღვის რეგიონში ინტერესების დასაცავად, "ოცნებაზე" ზეწოლისკენ მოუწოდებს.
"პანამის შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუ როგორი წარმატებული შეიძლება იყოს ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ზეწოლა, შტატების ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით", - წერს მამუკა ხაზარაძე.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" თამაზ დათუნაშვილის თქმით, აშშ-ისა და საქართველოს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
"სინამდვილეში, ყველაფერი არის ძალიან მარტივად - საქართველოში ეროვნული ინტერესები ემთხვევა, ამ შემთხვევაში, შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ინტერესი არის, რომ საქართველომ შეიძინოს გლობალურ ეკონომიკურ ჯაჭვში თავისი ფუნქცია სატრანსპორტო დერეფნის გზით. შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროს ინტერესია, რომ ის ტვირთები, რომლებიც შუა აზიიდან და ჩინეთიდან მიემართება შეერთებული შტატებისკენ და ევროპისკენ, ამ ტვირთებმა გაიაროს მშვიდობიან დერეფანზე", - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.