უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს მინერალების შესახებ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს მისცემს წვდომას დედამიწის იშვიათი მინერალების დეპოზიტებზე - დენის შმიგალი

დენის შმიგალი

უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს მინერალების შესახებ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს მისცემს წვდომას დედამიწის იშვიათი მინერალების დეპოზიტებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მტკიცედ არის მოწოდებული, გააგრძელოს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან.

შმიგალის განცხადებით, უკრაინა დიპლომატიური და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით გააგრძელებს აშშ-თან მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები არ შეწყვეტენ ბრძოლას ხანგრძლივი მშვიდობისთვის.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის სამხედრო დახმარებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამერიკულმა დახმარებამ ათასობით უკრაინელის სიცოცხლე გადაარჩინა. შმიგალი ამბობს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა საჭიროა, მაგრამ ის უნდა იყოს უკრაინის პირობებით, როგორც მსხვერპლის და ის ასევე უნდა იყოს „სასჯელი“ რუსეთისთვის.