ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
კიევში სამხედროებმა უკვე ჩაატარეს სამხედრო წვრთნა მოხალისეებისთვის, რათა მზად იყვნენ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას ეცდება.
სამხედრო მომზადების ფარგლებში მოხალისეებს იარაღის დაჭერა, უსაფრთხოების ნორმები და პირველადი დახმარების გაწევა ასწავლეს.
შეგახსენებთ, რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი განალაგა უკრაინის საზღვართან, რასაც დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
კრემლი საკუთარ ქმედებას ნატოს გაფართოების „საფრთხით“ ხსნის და ითხოვს იურიდიულ გარანტიებს, რომ უკრაინა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არ გახდებიან. ამასთან, რუსეთი კიევს ადანაშაულებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ სეპარატისტებს უჭერს მხარს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი პირობას დებს, რომ უკრაინა ყირიმსა და დონბასს მალე დაიბრუნებს.