წვერიანი კაცები უფრო მიმზიდველები არიან - კვლევა

წვერიანი კაცი

კაცები, რომლებიც წვერს ატარებენ, ქალებისთვის უფრო მიმზიდველები არიან. ამის შესახებ ჟურნალ Evolutionary Biology-ის ახალ კვლევაში წერია. ინფორმაციას Independent-ი აქვეყნებს.

კვლევაში მონაწილეობა 8 500 ქალმა მიიღო. მათ აჩვენეს კაცების ფოტოები და სთხოვეს, არჩევანი ერთ-ერთ მათგანზე გაეკეთებინათ.

ფოტოებზე გამოსახულნი იყვნენ კაცები გაპარსული წვერით, წვერის გაპარსვიდან 5, 10 დღისა და ერთი თვის შემდეგ.

გამოკითხულთაგან თითქმის ყველა ქალმა არჩევანი წვერიან კაცზე შეაჩერა. მათი განმარტებით, წვერი კაცის სიძლიერეს უსვამს ხაზს. 

✕