„ვეძებ, დავდივარ და დავდივარ... “ - ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედის ინტერვიუ „პრაიმტაიმთან“
1739216876
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ITV News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა პუტინთან მოლაპარაკებებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კიევი დარწმუნდება, რომ მას ამერიკა და ევროპა არ მიატოვებს და მხარს დაუჭერს.
პუტინთან მოლაპარაკებებისთვის პირობად უკრაინა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ასახელებს.
"ჩვენ გააზრებული გვაქვს, როგორ უნდა დასრულდეს ომი. რეალური დიპლომატიით შეგვიძლია უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უზრუნველვყოთ. ნატოს რომ ეთქვა, მზად ვართ ალიანსში მიგიღოთ, თუმცა არა იმ ტერიტორიაზე, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობსო, ეს სამართლიანი იქნებოდა და დავთანხმდებოდით. ეს იქნებოდა გარანტია. ძალიან ბევრი საკითხი და დეტალია განსახილველი. თუ მეცოდინებოდა, რომ ამერიკა და ევროპა არ მიგვატოვებს, მხარს დაგვიჭერს და უსაფრთხოების გარანტიებს მოგვცემს, მაშინ ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებებისთვის ვიქნებოდი მზად," - აღნიშნა ზელენსკიმ.