„ვეძებ, დავდივარ და დავდივარ... “ - ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედის ინტერვიუ „პრაიმტაიმთან“

ბათუმში დაკარგული

ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა, ნათია დიაკვნიშვილი, უკვე 25-ე დღეა შვილს, ალექსანდრე მიქელაძეს  სულმოუთქმელად ელოდება. მას ყველაზე მეტად შვილის ჩახუტება ენატრება.

ნათია „პრაიმტაიმს“ ესაუბრა: 

„ყოველდღე, სახლში მხოლოდ დასაძინებლად შემოვდივარ. ჩემი შვილის ასაკის ბავშვები გამოდიან გარეთ და საკუთარი ძალებით ვეძებთ. პოლიციაც ჩართულია და ყველაფერს აკეთებს, თუმცა, ჩემი ძალებითაც ვეძებ, დავდივარ და დავდივარ... 

როგორც იცით, ჩვენ ამ ეტაპზე, ერთად ვერ ვიყავით მატერიალური მდგომარეობის გამო, ალექსანდრე ბათუმში იყო, იქ ფეხბურთზე დადიოდა, სულ უნდოდა ჩემთან ყოფნა. მხოლოდ ერთი აზრი მაქვს, რომ ვიპოვო და მერე ყველაფერს სხვანაირად ვიზამ. 25-ე დღეა დღეს, ყველაზე მეტად მისი ჩახუტება მენატრება, რომელიც ორივეს ძალიან გვიყვარს...“ - ამბობს ნათია დიაკვნიშვილი „პრაიმტაიმთან“. 

შეგახსენებთ, ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.