VIDEO: „გადაკეტვა სიგიჟეა უბრალოდ, არ ხდება არანაირი გაგრძელების და გამოსავლის პოვნა გარდა გადაკეტვისა, მე ეს მგონია ხალხის დაცინვა უბრალოდ“ - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

„გადაკეტვა სიგიჟეა უბრალოდ, არ ხდება არანაირი გაგრძელების და გამოსავლის პოვნა გარდა გადაკეტვისა, მე ეს მგონია ხალხის დაცინვა უბრალოდ...“ - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„არ ხდება არანაირი გაგრძელების და გამოსავლის პოვნა გარდა გადაკეტვისა... რამდენი რესუსრსი იხარჯება იმაში, რომ რაღაც ძიძიგილაობა გაიმართოს, ხალხი დაიჭირონ, გალახონ და ბოლოს რომ არ გამოგივა, ან არ გარისკავ, ან სპეციალურად გააკეთებ რაღაცას იმისთვის, რომ ეს ფეილით დასრულდეს, მერე ამ ხალხს უთხრა, რომ რუსთაველზე ფეხით წავედით, შენ კი არ მოდიხარ ფეხით, უბრალოდ ხალხს ატარებ ფეხით და გამარჯვებულად აცხადებ ისევ რუსთველზე რომ მოხვედი და შეიკრიბე, მე ეს მგონია ხალხზე დაცინვა...

ერთ-ერთი პარტიის ლიდერთან ჩვენი დებატების დროს გაირკვა, რომ არსებობს მილიონობით ფინანსური ნაკადები, რომლებიც არ იცის საიდან მოვიდა და ჩვენ ვიცით რა რეალობაში ვცხოვრობთ. ჩვენ ვიცით ქოცების დიდებული მმართველობის სტილი, სადაც მილიონების შოვნა მარტივი ამბავი არ არის. როცა ამას მკაფიო ახსნითი პასუხი არ მოჰყვება, ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ხალხმა რაღაცაში ფული აიღო...“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.