კესარია აბრამიძის დის პირველი კომენტარი - რას ამბობს ანა აბრამიძე მომხდარზე
1727034831
"თქვენი მშიშარა დუმილი იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთანაც მოვლენ - ბოროტება ძალიან მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ" - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეების მისამართით საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბრძოლა სოლედარისთვის, ბახმუტისთვის და მთლიანად დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებისთვის შესვენების გარეშე გრძელდება.
"დნიპროში მომხდარი თავდასხმის შემდეგ უკრაინამ მხარდაჭერისა და სამძიმრის სიტყვები მთელი მსოფლიოდან მოისმინა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულგრილი არ დარჩა.
ხოლო მათ, ვინ რუსეთშია და ახლაც კი არ წარმოუთქვამთ ტერორის დასაგმობად არცერთი სიტყვა, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერს მშვენივრად ხედავენ - თქვენი მშიშარა დუმილი მხოლოდ იმით დასრულდება რომ იგივე ტერორისტები ერთ დღეს თქვენთანაც მოვლენ. ბოროტება მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ. ბოროტებას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვისაც მისი ეშინია.
სოლედარისთვის, ბახმუტისთვის, მთლიანად დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებისთვის ბრძოლა შეუჩერებლად გრძელდება," -- განაცხადა ზელენსკიმ.