1740372372
რაშიზმმა ეს ომი უნდა წააგოს ყველაფერში და ყველგან - ვოლოდიმირ ზელენსკი

„რაშიზმმა ეს ომი უნდა წააგოს ყველაფერში და ყველგან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„რაშიზმმა ეს ომი უნდა წააგოს ყველაფერში და ყველგან. ხმელეთზე, ცაში, ზღვაში, ენერგეტიკულ სექტორში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში და ბოლოს - უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის საბრალდებო სკამზე. ყოველ დღე ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაახლოებთ ტერორისტებისთვის ამ წინადადებას. მშვიდობა დღითი დღე უფრო ახლოვდება“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.