ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„ვახტანგ კიკაბიძე, მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო. დიდებული ხალხის დიდებული კაცი. ლეგენდა, რომელსაც ყველა ვუყურებდით. თანავუგრძნობ მის ახლობლებს“, - წერს ზელენსკი.
სამძიმარი გამოთქვა ასევე საქართველოში უკრაინის საელჩომაც.
„ძნელია ისეთი სიტყვების პოვნა, რომელიც შეამსუბუქებს საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილს. ლეგენდარული კაცი, უკრაინისა და მთელი უკრაინელი ხალხის დიდი მეგობარი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაიცვალა გულწრფელი, მგრძნობიარე და კეთილგანწყობილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას აგრესორ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მაგრამ მისი გულწრფელი საქმეები და ნათელი ხსოვნა რჩება ამ სამყაროში. ამ ტრაგიკულ მომენტში საელჩოს მთელი გუნდი იზიარებს ნათესავების, მეგობრების, სრულიად საქართველოს მძიმე დანაკარგის ტკივილს და ღრმა მწუხარებით იხრის ქედს. მარადიული ხსოვნა... სამუდამოდ ჩვენს გულებში იქნება შენი მომხიბვლელი ხმა, ღიმილი და შენი სიმღერები, ჩვენო ძვირფასო ბატონო ბუბა“, - ვკითხულობთ ტექსტში.
ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე დღეს, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
View this post on Instagram