რა ხდება ამ წუთებში საქართველო-სომხეთის საზღვართან - კადრები ადგილიდან
1742461149
"ჩვენ ამერიკული მხარისგან სიგნალები მივიღეთ რომ, დიდი ალბათობით, საქმე ეხება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტას, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები არ განხორციელდება, ასევე საუბარია სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც," - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში, განსაკუთრებულად რთული გადასაწყვეტი ტერიტორიების საკითხი იქნება.
"ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ძალიან ფართო ცნებაა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოვამზადოთ იმ ობიექტების სია, რომლებსაც პრიორიტეტულად მივიჩნევთ და რასაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურად ვთვლით. ეს შეიძლება მოიცავდეს მაგალითად, რკინიგზას. ვსაუბრობთ პორტზეც.
არ ვიცი, რას დაადასტურებენ ჩვენი პარტნიორები, თუმცა მოვემზადებით შეხვედრისთვის საუდის არაბეთში. ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება. ამას ვგრძნობ, ჩვენ ეს გვესმის. ეს გამოწვევა იქნება ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ უკრაინას ამ საკითხებში, თუმცა ეს ჩვენთვის ძალიან რთული იქნება. პრეზიდენტი ტრამპი ხვდება, რომ იურიდიულად ჩვენ არ ვაღიარებთ არცერთ ტერიტორიას რუსეთის საკუთრებად. არის ტერიტორიები, ქალაქები, რომლებიც ამა თუ იმ საკონტაქტო ხაზითაა გაყოფილი. თუ ზოგ ადგილას ამ ხაზს დატოვებთ, თქვენ უბრალოდ დატოვებთ ქალაქებს სიცოცხლის გარეშე," - აცხადებს ზელენსკი.