მომხმარებელი ამტკიცებს, რომ სიცრუე აღმოჩნდა ინფორმაცია, თითქოს „თიბისიმ“ რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშების გახსნა აუკრძალა

tibisida saqbanki

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "თიბისი ბანკმა" რუსეთის მოქალაქეებისთვის ანგარიშების გახსნა აკრძალა, თავად ბანკში არ ადასტურებენ.

ოპერატორები სატელეფონო საუბარში, ასევე ონლაინ-კონსულტაციის გზით, ამბობენ, რომ მათ შეზღუდვის შესახებ მითითება არ მიუღიათ. შესაბამისად, მათი თქმით, რუსეთის მოქალაქეებს "თიბისის" ანგარიშის გახსნა უპრობლემოდ შეუძლიათ.

ბანკის ოპერატორები განმარტავენ, რომ ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია "თიბისის" ოფიციალურ facebook-გვერდზე და ბანკის ვებგვერდზე.

ინფორმაციას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც.

ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ეს ინფორმაცია პიარად გადაამოწმა ბანკში, რაც სინამდვილეში ტყუილი ყოფილა.

„მოკლედ ასეთი ცუდი რაღაც ხდება ჩვენს თავს. დილით დავდე გახარებულმა პოსტი, რო თიბისი ბანკი უარს ეუბნება რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშის გახსნაზე. ამ პოსტთან ერთად დაიდო საქ ბანკის პოსტი, (როგორც გაირკვა მანამდე) რო რაღაც პირობებს თუ მოაწერს ხელს იმ შემთხვევაში გაუხსნიან ანგარიშს. ხალხმა დაიწყო საქ ბანკის ლანძღვა, რო ხომ შეიძლებოდა მაგათაც უარი ეთქვათ, ისა ესა...

ამასობაში პოსტზე დამიკომენტარეს, რომ არ ყოფილა თიბისის ინფორმაცია სინამდვილე. გადავამოწმე და სამწუხაროდ ტყუილი ინფორმაცია ყოფილა! ამ ეტაპზე რუსებს უპრობლემოდ შეუძლიათ თიბისი - ში ანგარიშის გახსნა!

ძააააან ტეხავს აი ძაააააან.

ეს ხო სახალხო საქმეა?! ბევრად კარგი ხო იქნებოდა ერთნაირი პოზიცია ჰქონოდა ამ 2 კონკურენტ ბანკს?! მაგალითი ყოფილიყო ხალხისთვის, თუნდაც ასეთ საკითხში გაერთიანების?! მაგრამ არა! აქაც კონკურენცია და ერთმანეთის გადაფარვა! ძაან მინდა რო ხვალ მაინც გამოსწორდეს ეს ყველაფერი!“,-წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, თიბისი ბანკს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია