„სანქციებს გამოქცეულები, დღესაც პუტინის სურათები რომ უდევთ ფბ გვერდებზე არ უნდა შემოვუშვათ საქართველოში“ - თინა ხიდაშელი

ხიდაშელი

„თუკი სიმართლეა, რომ რუსები ტოვებენ საკუთარ ქვეყანას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამას“,- წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი.

„- გაურბიან დიქტატორს და მოსალოდნელ რეპრესიებს;

- გაურბიან სანქციების დისკომფორტს.

ეს ორი სრულიად სხვადასხვა მიზეზია და მიდგომაც შესაბამისი უნდა იყოს.

- ქსენოფობიაში არ უნდა გადაგვეზარდოს სიბრაზე;

- ამიტომ მოიგონეს სავიზო რეჟიმი, რომ გაიცხრილოს მომმართველი;

- სანქციებს გამოქცეულები, დღესაც პუტინის სურათები, რომ უდევთ ფბ გვერდებზე არ უნდა შემოვუშვათ საქართველოში.“,- წერს თინა ხიდაშელი.