პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის ცოლმა, ალექსანდრა ლიაშკომ უკრაინელ მხარდამჭერთა აქციაზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა.
„მეგობრებო, ჩვენ ახლა მოვუსმინეთ ჩემი მშობლიური ქვეყნის პრეზიდენტს. უკრაინის პრეზიდენტი, რომლის მთელი ხალხი, ერთიანი ფლოტით გამოვიდა მტერთან საბრძოლველად. დაიცავს საკუთარ თავისუფლებას. უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ სამყაროს. სამყარო არასდროს არ იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდოდა. აგრესორმა წუხელ ღამით დაადასტურა, რომ ის არის საშინელი მხეცი, რომელიც ბირთვული ომის წინააღმდეგაც არ შეჩერდება. აგრესორი არ ფიქრობს ადამიანებზე, საკუთარ მოსახლეობაზე, მშვიდობიან უკრაინაზე. იმპერიები არ არის ხალხისთვის, იმპერიები მხოლოდ ტირანებისთვისაა.
ახლა ეს ტირანი ცდილობს ჩვენს დაჩაგვრას, დაპყრობას დამორჩილებას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის.
ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენ ავირჩიეთ თავისუფლება და ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, რადგან სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია. ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, რადგან ჩვენ გვყავს ძლიერი, ერთიანი ერი.
დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, რადგან ჩვენი პრეზიდენტი არ იმალება ბუნკერში. ის საკუთარ ხალხში არის და ის დღეს თქვენთან ერთადაც იყო. ის გამოვიდა სიტყვით, რადგან მხარი დაეჭირა ამ შეკრებას და მადლობა გადაეხადა თქვენთვის.
დიდი მადლობა, ჩვენო მეგობრებო. მათ ყველას, ვინც აქ მოდის ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად. გამარჯვება უკრიანას.
ახლა ჩვენს მიწებზე მიმდინარეობს საშინელი ბრძოლები, მაგრამ მტერი გამოფიტულია, მისი მორალური სულიკვეთება ძალიან დაბალია. ჩვენ შეიარაღებულ ძალებთან ერთად დგანან უბრალო მოქალაქეები.
ყველა უკრაინელი - ქალი, მამაკაცი ყველაფერს აკეთებს ამ მხეცის შესაჩერებლად. დღეს საშინელი ომის მეცხრე დღეა. ჩვენ ძალიან ბევრი დანაკარგი გვაქვს, ჩვენთან ბავშვები იღუპებიან. ჩვენ გვყავს მილიონზე მეტი ტოლვილი და ეს ყოველი წუთით იზრდება.
განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც შეიფარა ჩვენი მოქალაქეები. ასე იქცევიან მხოლოდ ნამდვილი მეგობრები და ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.
ყველას დიდი, დიდი მადლობა!
დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“, - თქვა ალექსანდრა ლიაშკომ.