66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
შვედეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ უკრაინას 1,2 მილიარდი კრონის (თითქმის 113 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის, ბიზნესისა და მრეწველობის მინისტრი ება ბუში და განათლების მინისტრი იოჰან პერსონი გამოცემა Svenska Dagbladet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობენ.
მათივე განცხადებით, სტოკჰოლმი კიევს Robot 70-ის და Tridon Mk2-ის სისტემებს გადასცემს.
„უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ უსაფრთხოებას“, - აცხადებენ შვედი მაღალჩინოსნები.